Front

სერვისები

ოფსეტური ბეჭდვა

ციფრული ბეჭდვა

დიზაინი

ჩვენს შესახებ

კომპანია „პეტიტი“ 1995 წელს შეიქმნა. მას იმთავითვე ჰქონდა მძლავრი კომპიუტერული ცენტრი, სადაც მაღალპროფესიულ დონეზე და სწრაფად სრულდებოდა წიგნების დაკაბადონება, რედაქტირება, სურათების დამუშავება, ფერების კორექცია, დიზაინი და ყველა ის სამუშაო, რაც ხარისხიანი ნაბეჭდი პროდუქციის გამოსაშვებად იყო საჭირო. დროთა განმავლობაში გაიზარდა მომხმარებლის მოთხოვნები და „პეტიტმაც“ ნაბეჭდი პროდუქციის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიზნით, ერთ-ერთმა პირველმა შეიძინა ფერდამშლელი დანადგარი. შეკვეთების ზრდის კვალდაკვალ, 2004 წელს საწარმომ გერმანიიდან ჩამოიტანა თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესატყვისი საბეჭდი დანადგარები და კიდევ უფრო დახვეწა და გააუმჯობესა ნაბეჭდი პროდუქციის ხარისხი. ასევე, ერთ-ერთმა პირველმა თქვა უარი ფოტოფირებზე, ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებისა და მოლაპარაკების შემდეგ შეიძინა და ჩამოიტანა დანადგარი CTP, რომელიც უშუალოდ საბეჭდი ფორმების ლაზერით დასხივების გზით, კიდევ უფრო აუმჯობესებს ნაბეჭდი პროდუქციის ხარისხს. კლიენტებისადმი სერიოზულმა დამოკიდებულებამ და გარანტირებულმა ხარისხიანმა პროდუქციამ განსაზღვრა „პეტიტის“, როგორც საიმედო პარტნიორის, მაღალი რეპუტაცია და შესძინა მას მუდმივი შემკვეთები – საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოები, ადგილობრივი გამომცემლობები და კომპანიები.

0
წელი ქართულ ბაზარზე
0
პარტნიორი კომპანია
0
შასრულებული პროექტი
0
ნაბეჭდი პროდუქტი

კონტაქტი

October 16, 2019